შს მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ტოივო კლაარს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპაციის ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გარემოება აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.