სასჯელაღსრულების სამინისტრო სტუდენტებს პრაქტიკის გავლაში დაეხმარება

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა მოაწერეს. სასჯელაღსრულებლისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გეგმავენ, კოორდინირებული მუშაობითა და ერთობლივი ძალისხმევით პროფესიონალი კადრები მოამზადონ.
სამინისტრო იღებს ვალდებულებას, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტთა განსაზღვრულ კონტინგენტს სისტემაში პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების შეძენის მიზნით, სასწავლო პრაქტიკის გავლაში დაეხმაროს, უნივერსიტეტი კი მზადაა, სამინისტროს ინიციატივით მოწყობილ ღონისძიებებზე თავისი ინტელექტუალური თუ კულტურული რესურსი წარმოადგინოს. სამინისტროს სურვილის შემთხვევაში, თანამშრომელთა ნაწილი თბილისის ღია უნივერსიტეტში ინგლისური ენის სერტიფიცირებულ კურსს სრულიად უფასოდ გაივლის. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები