თეა წულუკიანი სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკრაინის ოფიციალური უწყებიდან ელოდება ოფიციალურ დადასტურებას, იმის შესახებ, ნამდვილად აქვს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიღებული.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, პირველ ეტაპზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშილს მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ მოახერხა უკრაინის მოქალაქეობის მიღება.
მისივე თქმით, ამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების ფონზე ის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს როცა ოფიციალურად მიიღებს დადასტურებულ ინფორმაციას უკრაინის შესაბამისი ორგანოებიდან.
„გვჭირდება ოფიციალური დასტური უკრაინის ოფიციალური ხელისუფლებისგან და შესაბამისი კომპედენტური ორგანოებისგან, რომ ბატონ სააკაშილს აქვს უკრაინის მოქალაქეობა მიღებული რა დოკუმენტაციას ჩვენ როგორც კი მივიღებთ მაშნვე თუკი ეს ასე აღმოჩნდა, დაიწყება შეწყვეტის პროცედურები უკვე საქართველოს კანონით დადგენილი წესით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.