ირაკლი ღარიბაშვილი “ბარსელონას” ქომაგობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ბარსელონას” ქომაგობს. ამის შესახებ პრემიერმა დღეს განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ საქართველო დღეს ასეთი მაღალი დონის მატჩს მასპინძლობს, უეფას მხრიდან საქართველოსადმი მაღალი ნდობის დადასტურებაა.
„ღირსეულად დავხვდით ამ მატჩს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველაფერი მოსწრებულიყო. 20 მლნ ლარი დაიხარჯა სტადიონის სრული რეაბილიტაციისთვის. ეს გადაწყვეტილება მიიღო უეფას ადმინისტრაციამ და პირადად პრეზიდენტმა პლატინიმ. ეს გადაწყვეტილება დადასტურდა ორი წლის წინ, მაშინ როცა პრეზიდენტი პლატინი შეხვდა ივანიშვილს. საბოლოო გადაწყვეტილება მათ სწორედ მაშინ მიიღეს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
უეფას სუპერთასის მატჩი „სევილია“-„ბარსელონა“ დღეს, საღამოს 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები