საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავალი დაბინავებულია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან, ზურაბ რუსიშვილთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღებისა და დაბინავების სამუშაობი დასრულებულია. მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი 4 ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სავარგულიდანაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში შპს „მექანიზატორი“ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ მომსახურა.
1700 ჰექტარზე ხორბლის, ქერის, შვრიისა და ჭვავის მოსავალის აღებაში დახმარება 2000 -მა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე, შპს ,,მექანიზატორმა“ მომსახურება გაუწია ყველა იმ ფიზიკურ პირს, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით ისარგებლა და მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა.
მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები