ტობავარჩხილზე დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ტობავარჩხილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ “112”-ში 3 აგვისტოს შევიდა შეტყობინება ტობავარჩხილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ.
საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, თბილისიდან დამატებით მობილიზებული სამაშველო ჯგუფები.
ახალგაზრდა მამაკაცი თანმხლებ პირებთან ერთად მიემართებოდა ტობავარჩხილის ტბისკენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სიარული ვეღარ შეძლო და ჯგუფს გამოეთიშა. 3 აგვისტოს შემდეგ სამძებრო ღონისძიებები ტობავარჩხილის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეჩერებულა, თუმცა, უამინდობის და ცუდი ხილვადობის გამო შეუძლებელი იყო ვერტმფრენის ჩართვა.
ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში დღეს, დილის 7 საათიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. 35 მაშველის მიერ მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის დეტალური შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები