თინათინ ხიდაშელი: ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ

ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მინისტრი UEFA-ს სუპერთასის მატჩს ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებთან ერთად დაესწრება.
„დღევანდელ მატჩზე მივდივარ. ჩვენ ბილეთები ვითხოვეთ ავღანეთში დაჭრილი ჩვენი მეომრებისთვის და მათთან ერთად ვიქნებით მე და გენერალი. ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ. ასე რომ, ჩემი ამბავი გადაწყვეტილია“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები