„ეროვნული ბანკი ლარის კურსის დევალვაციას ხელს უწყობს“

მიუხედავად იმისა, რომ დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობდა,- ამის შესახებ დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეჭვობს, რომ ეროვნული ბანკი მინიმუმ უმოქმედობით ლარის კურსის დევალვაციას ხელს უწყობს და, უფრო მეტიც, შეიძლება ამ პროცესს ხელსაც კი აშველებს.
„თვეების მიხედვით მუდმივად იზრდებოდა ტურისტების ნაკადი. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთიდან შემცირდა გზავნილები, კატასტროფა ამ კუთხითაც არ დაფიქსირებულა. წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია ექსპორტიც, ამას დაემატა ოლიმპიური თამაშები, რომელმაც უამრავი ტურისტი მოიზიდა და ემატება დღევანდელი მატჩი, რომელზე დასასწრებადაც რამდენიმე ათეული ათასი ტურისტი ჩამოდის… ყოველივე ამ ფონზე, მინიმუმ, ლარის კურსის გაუარესება არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში ლარი თითქმის თითო პუნქტით უარესდებოდა. მაქვს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი მინიმუმ უმოქმედობით ლარის კურსის დევალვაციას ხელს უწყობს, შეიძლება ამ პროცესს ხელსაც კი აშველებს. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც შეიძლება, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროვოკაციაში არის ჩათრეული, ნუ შეუქმნიან თავის თავს დისკომფორტს, რადგან ყოველივე ამას ძალიან მალე შევისწავლით და ვნახავთ. შეიქმნება სააგენტო, რომლისთვისაც ყველა ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები