ოთარ დანელია: ჩემი მრჩევლის მოსკოვში ვიზიტს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს

ასეთი შეხვედრები იყო და კიდევ იქნება, იმისთვის რომ უკეთ გვესმოდეს ურთიერთთანამშრომლობის ნორმები და პრინციპები, – ასე ეხმაურება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავისი მრჩევლის, ზურაბ ჩეკურაშვილის მოსკოვში ვიზიტს.
მინისტრის მრჩეველი 13 აგვისტოს “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტს მოსკოვში შეხვდება.
ოთარ დანელიას თქმით, ამ შეხვედრას პოლიტიკური ხასიათი არ აქვს, რადგან მისი მრჩევლის უფლებამოსილება სავაჭრო ურთიერთობებსა და პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის შესახებ საუბარია.
“ასეთი შეხვედრები იყო და კიდევ იქნება, იმისთვის, რომ უკეთ გვესმოდეს ურთიერთთანამშრომლობის ნორმები და პრინციპები. მხოლოდ ამას ემსახურება ეს შეხვედრა. ჩემს მრჩეველს აქვს უფლებამოსილება, ისაუბროს იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სავაჭრო ურთიერთობებს და პროდუქციის ექსპორტს და იმპორტს ეხება”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები