გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო თავდადებისათვის ოთხი შინდისელი დააჯილდოვა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო თავდადებისათვის ოთხი შინდისელი დააჯილდოვა. ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს, შალვა კვინიკაძეს, ილია კვინიკაძეს და ნუკრი ლაგორაშვილს გადაეცათ, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში, მტრის პატრულირების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს შინდისის გმირები.
პრეზიდენტმა ასევე გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი.
“დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მიწა- წყალი. ამ თავდადებამ მოგვიყვანა დღეს თანამედროვე სახელმწიფო და გადაგვატანინა რთული პერიოდები. ჩვენმა თანამემამულეებმა აქ გამოჩენილი თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიძინეს უკვდავება. სწორედ ასეთი გმირობის ფასად იქმნება ქართველი ერი. ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს. მოქმედებს ჩვენთვის ყველაზე უფრო მძაფრ ჭრილობაზე და ცდილობს, იმოქმედოს ჩვენს მოთმინებაზე, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი მოთმინება, რადგან დღეს სიამაყით ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც ვერ დაგვჩაგრეს, ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული. ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. არცერთი მათგანი არ გატყდა და, შესაბამისად, არ გავტყდით ჩვენც! აქედან გამომდინარე, ჩვენს მოთმინებაზე თამაში სრულიად უსარგებლოა, ჩვენს უკან დგანან ჩვენი გმირები, დგას ჩვენი წარსული, ჩვენი რწმენა, რომელშიც არავის არასდროს არ შეუტანია ეჭვი, ჩვენი ისტორიის უფრო რთულ მომენტებშიც კი! რწმენა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთიანი და იმ მომენტში, როდესაც ეს ერთიანობა დარღვეულია, არ არსებობს ქართველი, რომელიც არ ფიქრობდეს – რა ღვაწლი შეიტანოს ამ ერთიანობის აღდგენაში. ამიტომ შეუძლებელია ჩვენი დაჩაგვრა და დათრგუნვა, სანამ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც დღეს მივაგებთ პატივს და ვისაც დღეს ვუცხადებთ მადლობას“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გორის რაიონის სოფელ შინდისში დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილზე გმირთა მემორიალია აღმართული.

11802701_475490799285865_2461270267155929865_o

11822867_475490905952521_6061326058034481012_n

11825155_475491082619170_4483523898287232300_n

11825725_475489805952631_3170237201876137196_n

11825913_475491202619158_2314059899955946837_n

11846548_475490765952535_2916524794511656611_n 11855618_475491075952504_1234406829536446562_n

11863266_475489842619294_3811027561611954565_n

11870788_475490742619204_3711131922317666074_n

11873661_475489915952620_6197931187762407129_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები