შემოსავლების სამსახური სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ევროპის სუპერთასის საკუთარი ბილეთების გაყიდვისის საშუალება არ მისცეს, განცხადებით ეხმაურა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესავამება.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის არცერთი თანამშრომელი აღნიშნულ ქმედებაში ჩართული არ ყოფილა, რადგან, კანონმდებლობა საკუთარი ბილეთ(ებ)ის რეალიზაციის დაბეგვრას არ ითვალისწინებს. „შემოსავლების სამსახური პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს ჩვენმა თამამშრომლებმა მოქალაქეებს ევროპის სუპერთასის საკუთარი ბილეთების გაყიდვის საშუალება არ მისცეს, მეტიც, მოახდინეს აღნიშნული ბილეთების კონფისკაცია, ვაცხადებთ: გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შემოსავლების სამსახურის არცერთი თანამშრომელი ამგვარ ქმედებაში ჩართული არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონმდებლობა საკუთარი ბილეთ(ებ)ის რეალიზაციის დაბეგვრას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, გამოქვეყნებულ სტატიაში შემოსავლების სამსახურის, კერძოდ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მოხსენებულები არიან უცენზურო ეპითეტით. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, ასევე სტატიის სათაური „საგადასახადომ მოქალაქეებს სუპერთასის ბილეთები გაყიდვისას წაართვა“ სიცრუეა და კანონაღმასრულებელი სტრუქტურის დისკრედიტაციას ემსახურება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები