UEFA-ს სუპერთასის მატჩს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრებად მოიწვია.
ქვეყნის პრემიერები, ქართველ კოლეგასთან ერთად, „დინამო არენაზე“ UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან.
მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ტაავი რიივასსა და ვიქტორ პონტას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში დღეს 22:45 საათზე გაიმართება. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები