გურამ ადამაშვილი: კარბელაშვილის ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის მიერ პოლიცილების შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გურამ ადამაშვილის თქმით, იმ ვიდეომასალაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, ნათლად ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი პოლიციელებს.

ადამაშვილი აცხადებს, რომ კარბელაშვილის ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს.

როგორც უფლებადამცველს მიაჩნია, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციის, ასევე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რომელიც დაუსჯელი რჩება, ნოყიერი ნიადაგის შემქმნელია ისეთი მდგომარეობის, რომელიც საზოგადოებაში დანაშაულის ჩადენის წახალისებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები