შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად ირაკლი ჭოხონელიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად ირაკლი ჭოხონელიძე დაინიშნა. ამ დრომდე ირაკლი ჭოხონელიძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ჭოხონელიძე 1974 წლის 2 ივნისს დაიბადა. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1996 შსს თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანაშემწე იყო; 1997-1999 შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბის რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად მუშაობდა; 1999-2000 შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი იყო; 2000-2003 შსს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის მე-8 განყოფილების უფროსის მოადგილე (უფროსის მოვალეობის შემსრულებელი); 2003-2012 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი იყო; 2012-2014 საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო; 2014 ქვემო ქართლის სამხარეო გუბერნიის თვითმმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა; 2014 ქვემო ქართლის სამხარეო გუბერნატორის პირველი მოადგილე; 2014 დღემდე კი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. არის დაოჯახებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები