თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ბათუმის ჩიხის და ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
ისნის რაიონში, 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ღვინის აღმართის, ურბნისის, ფერიცვალების, ისანის, ჩეხოვის და დუტუ მეგრელის ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონს, 10 აგვისტოს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – ხეხილსანერგე მეურნეობის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, აჭარის, გედევანიშვილის, მახათას, ხუდადოვის, ცაიშის, ჩეჩელაშვილის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, გუმათის, ახუთის, დავითაშვილის, დიღომბარის, ჯაბაურის, თამარშენის, პისარევის, ბერიაშვილის, ბერძენიშვილის, აბაშის, სალხინოს, ასხინის და რეხის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე გეგმიური სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი – მარჯანიშვილის, ჩიტაიას, ახალციხის, ბენაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10 აგვისტოს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ლეონიძის, მაჩაბელის, ინგოროყვას, ქიქოძის, იაშვილის და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდება.
ვაკის რაიონში, 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს შეეხება.
გლდანის რაიონში, 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხება.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელ მისის, სოფელ ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, დემეტრე თავდავდებულის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე კი – ყაზზბეგის გამზირის, თამარაშვილის, კარტოზიას, საბურთალოს და ანტონოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები