ილია მეორემ აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო.
პატრიარქი გუშინ მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. უწმინდესმა გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთო. მემორიალთან, მასთან ერთად სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.
“ძალიან მტკივნეულ დღეს ძმათა სასაფლაოზე მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი. მან დაიტირა გარდაცვლილები და ამავე დროს გაამხნევა და ანუგეშა ჭირისუფალი. ის, რისთვისაც ამ ბიჭებმა გაიღეს სიცოცხლე, არის უმაღლესი საზომი ჩვენი ცხოვრების და ისინი მარადიულ სასუფეველში გადავიდნენ. როგორც პატრიარქი ბრძანებს, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი”, – განაცხადა მთავარმა სამხედრო მოძღვარმა მამა დავით ლონდარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები