თეა წულუკიანი აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო.

გამოფენაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა, ქართველი და უცხოელი ფოტორეპორტიორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენას ესწრებოდნენ პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვ.

აგვისტოს ომის თემაზე საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს ფოტორეპორტიორებმა: გიორგი აბდალაძემ, ზურაბ ქურციკიძემ, ივანე შლამოვმა, ნოდარ ცხვირაშვილმა, ტომას დვორჟაკმა და გლებ გორანიჩმა. გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე დღეს გასტანს. ხვალიდან მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო საქართველოს 26 ათასი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.

ასევე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები