ანა დოლიძემ თელავში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თელავში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც მიაგეს პატივი.

აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმაც, ბრიგადის სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ კი გმირთა მემორიალთან დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები