ბესიკ ლოლაძემ და ომარ ბეგოიძემ აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბესიკ ლოლაძე და პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე IV ქვეითი ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალების – ვახტანგ გზირიშვილის, ლევან იოსებიძის, გიორგი ჯავახიშვილისა და სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის საფლავებზე მივიდნენ.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა პაატა ხიზანაშვილმა.

ქართველი გმირების საფლავებზე რუსთავში ასევე იმყოფებოდნენ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები.

დღესვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავებს ყვავილებით შეამკობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები