ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთობას, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეეხება

„8 აგვისტო – ერთი მხრივ, არის ოკუპაციის დღე და ამ ოკუპაციის გაგრძელება რუსეთის მხრიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ყველა ჩვენგანის კონსოლიდირება საერთო მიზნისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელმაც მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
“8 აგვისტო უახლეს ისტორიაში, ალბათ ყველაზე ტრაგიკული დღეა. ეს დღე, ერთი მხრივ, არის ოკუპაციის დღე და ამ ოკუპაციის გაგრძელება რუსეთის მხრიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ყველა ჩვენგანის კონსოლიდირება საერთო მიზნისთვის – როცა ერთ ნაბიჯს ვდგამთ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. ამ გზაზე, თავისთავად ხსოვნა არის გამომხატველი იმ სულისკვეთების, რომ ბრძოლა არ მთავრდება, არ სრულდება და გრძელდება. გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მივაგეთ ისევ იმ შემართებით, რომ მათი სისხლი უკვალოდ არ დაღვრილა და ამ ყველაფერს ექნება სამართლიანი დასასრული, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. სამწუხაროდ, რეალობა არის ისეთი, რომ რუსეთი გასულია საერთაშორისო სამართლის რეგულაციიდან, რაც, რა თქმა უნდა, ვითარებას ართულებს, თუმცა საერთაშორისო სამართლის ფაქტს – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთობას, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეეხება, უბრალოდ ეს ყველაფერი დროის ფაქტორია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები