ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰოსპიტალი აგვისტოს ომში გარდაცვლილი ექიმის, გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედეა ბეთაშვილი, ჰოსპიტალის ხელმძღვანელი რამაზ კუჭუხიძე და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

მათ გვირგვინებით შეამკეს ექიმ გიორგი აბრამიშვილისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული სხვა ექიმების მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა სამხედრო ჰოსპიტალი და გაეცნო ექიმების მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები