დიმიტრი მედვედევი 2008 წლის ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

შიდა კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით. მედვედევის განცხადებით, რომელიც 7 წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი იყო, „რუსეთმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიას უპასუხა“. მისი თქმით, 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანი ჰუმანიტარული კატასტროფის დაუშვებლობა და ადამიანების გადარჩენა იყო.
„რუსეთი ყოველთვის ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას. დღეს ჩვენ ვეხმარებით სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ნორმალური ცხოვრების აწყობაში. დარწმუნებული ვარ, რომ შიდა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია“, – აცხადებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები