„რუსთავი 2“-ის ქონება სრულად დაყადაღებულია

საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
ასევე დაყადაღებულია „რუსთავი 2“-ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
„რუსთავი 2“-ს, საბოლოო დავის დასრულებამდე, ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა, მოსარჩელეთა მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ არ დააკმაყოფილა. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები