საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ხევსურეთში ქალბატონს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ხევსურეთიდან, არხოტის სოფელ ახიევიდან შუახნის ქალბატონი ჩამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული ქალბატონი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, გადაიყვანეს სადაც მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
„სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას სასწრაფო წესით დახმარება ესაჭიროებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოდან მაშველებთან ერთად გაემართა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ექიმი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენი“, – აცხადებენ სააგენტოში.