გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს სიმონეტა სომარუგას შვეიცარიის ეროვნულ დღეს ულოცავს.
“თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა შვეიცარიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით. ამ ღირშესანიშნავ დღეს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. მჯერა, რომ საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული ისტორიული კავშირი და ხანგრძლივი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენს მიმართ და ვუსურვო მეგობარ შვეიცარიელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები