„კომპანია „ჰეინეკენის“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლით ადგილობრივი მწარმოებლები ბაზარზე გარკვეულ სეგმენტს დავკარგავთ“

„კომპანია „ჰეინეკენი“ საქართველოს ბაზარზე თავის შემოსვლით ვერც ხარისხით და ვერც დისტრიბუციით ვერ ჩაგვყლაპავს, მაგრამ გარკვეულ სეგმენტს წაიღებს და ეს ადგილობრივ კომპანიებს დააკლდება“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელმა გოგი თოფაძემ გააკეთა.
თოფაძისთვის გაურკვეველია, რატომ დაინტერესდა „ჰეინეკენის“ მასშტაბის კომპანია ისეთი მცირე ბაზრით, როგორიც საქართველოა. გოგი თოფაძის განცხადებით, საქართველოსი არსებული ადგილობრივი მწარმოებელები სრულად ფარავენ საქართველოს ბაზარს და მოსახლეობას უმაღლეს პროდუქტს აწვდიან.
„კომპანია „ჰეინეკენი“ უდიდესი მწარმოებელია, მას მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში აქვთ ფილიალები. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა მათთვის და გასაკვირია, ჩვენი ქვეყნით რომ დაინტერესდნენ. საქართველოში 4 ძირითადი ოპერატორი ვართ, ეს არის: „ზედაზენი“, „კასტელი“, „ნატახტარი“ და „ყაზბეგი“ . ნებისმიერი ორი ამათგან აბსოლუტურად ფარავს საქართველოს მოთხოვნილებას დღეს, მით უმეტეს, რომ დღეს მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია. ეს გაამწვავა ლარის კურსის ცვლილებამაც. ცოტა საკვირველია, რომ ამხელა კომპანიას ჩვენი ბაზარი აინტერესებს, მით უფრო, რომ ეს 4 -ვე კომპანია ,რომელიც ქართულ ბაზარზეა, თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონის და ხარისხის პროდუქციას აწარმოებს“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები