არჩილ თალაკვაძე INL – ს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერ ჯანელ კუროდას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აგრეთვე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და INL-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარებმა მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მიღწეული პროგრესი, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
მინისტრის მოადგილემ INL-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოლოგიური დანაყოფის განვითარება და სხვა.