თბილისის მერიის დაფინასებით უსინათლოთა ნაკრების ფეხბურთელები გერმანიაში გაემგზავრებიან
ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინასებით, საქართველოს უსინათლოთა და სუსტი მხედველობის მქონე პირთა ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის, უსინათლო ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელები გერმანიის ქ.ჰამბურგში გაემგზავრებიან, სადაც დაგეგმილია უსინათლო ფეხბურთელების საერთაშორისო ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელებისათის მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ასევე გამოცდილების გაზიარების მხრივ.
ქ. თბილისი მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახალი თანამედროვე სრულად ადაპტირებული,,პარასპორტის განვითარების ცენტრი’’ გახსნა, სადაც განთავსებულია 525 მ.კვარატის სატრენინგო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია სარეაბილიტაციო სატრენაჟო ხაზით. ასევე შენობაშია 1000 მ.კვადრატზე განთავსებულია სათამაშო სახეობების დარბაზი. ასევე, ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო აუზი, ფიზიო თერაპიული და მანუალურ თერაპიული კაბინეტები.
ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ვარჯიშის 6 სახეობა არსებობს; – ამპუტანტთა ფეხბურთი; პარა მკლავჭიდი; პარა მშვილდოსნობა; პარა ჩოგბურთი; პარა მაგიდის ჩოგბურთი და ეტლით ფარიკაობა. ცენტრის გახსნის შემდეგ ქ. თბილისის მერიის მიზანიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა წარმოადგენს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება უსინათლო სპორტსმენების ხელშეწყობაც. მათი დაბრუნების შემდეგ ცენტრში უსინათლოთა გუნდიც ივარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ამ ადამინებს სრულიად უფასოდ მოემსახურება.