გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგების მიზნით, 24 ივლისს 12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.
დედაქალაქის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.