ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილთან საუბარს საჭიროების მიხედვით გავასაჯაროვებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საუბარს შემოდგომაზე გაასაჯაროვებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთს ამბობდა, არჩვენების შემდეგ კი სულ სხვაგვარად მოიქცა. „გუნდზე, რომელმაც მოიყვანა, ჩასაფრებულია, როგორმე კვანტი დაუდოს. ეს პოზიცია აქვს დღესაც – როგორმე დააზიანოს გუნდი და მისი საწინააღმდეგო რამ გააკეთოს. ახლაც სულ პოლემიკა დაადებს ვეტოს, არ დაადებს? წაკითხულიც არ აქვს კანონი, ისე ადებს ვეტოს. როდესაც პირველ ვეტოზე იყო საუბარი, შევეკამათე, ხო ვიცი, რომ წაკითხული არ გაქვს- მეთქი. უარიც არ უთქვამს, მე კანონი კარგად ვიცი, ეს კაცი პრინციპულად შეიცვალა არჩევნების შემდეგ. გუნდმა მოიყვანა და პირველსავე დღეს იგნორი გაუკეთა. ასეთი რამ მსოფლიო პოლიტიკაში არ მომხდარა, უპრეცედენტოა. რა უნდა და რატომ ხდება, ამას 2 წუთი და 5 წუთი არ ეყოფა. შევეცდები, ეს ერთ-ერთ გადაცემაში თავიდან ბოლომდე დავალაგო და ჩვენი საუბრის რაღაცა ნაწილს გავასაჯაროვებ, თუ საჭირო გახდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სააკაშვილს იცავდა და დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.
“როდესაც სააკაშვილზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა და მის ხარჯებს უკანონოდ ჰქონდა გრიფი „საიდუმლო“ დადებული, პრეზიდენტის პრეროგატივა იყო, რომ გრიფი მოეხსნა. სამჯერ მიმართა პროკურატურამ, რომ მოეხსნა უკანონოდ დადებული გრიფი, რადგან გამოძიებას ხელი ეშლებოდა. მარგველაშვილმა სამჯერვე უარი თქვა ამაზე, არცერთ შემთხვევაში გრიფს არ ხსნიდა და იცავდა სააკაშვილს. როგორც კი ეს ამბავი გასაჯაროვდა, მედიაში განაცხადა, რომ გრიფი მოხსნილია, მან კარგად იცოდა,რომ არასწორად იქცეოდა. ერთ-ერთი, რაზეც მივანიშნე, ეს იყო. გამობრძანდნენ მისი მხარდამჭერები და თქვან, რომ მე არასწორად მივანიშნე. ყოველთვის პოლიტკორექტულობაზე მივანიშნებ. უფლება ჰქონდა და გამოიყენა კიდეც, ისევე, როგორც ვეტოზე – როგორც უნდა, მოიქნევს. მას ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა-განმარტება – რატომ, რისთვის. დავსვამ კითხვებს, რა და როგორ ხდება. მასზე ბევრი სასაუბრო მაქვს და ძალიან კარგად მაქვს დალაგებული და ალბათ ოქტომბრისთვის, ნოემბრისთვის მომიწევს ერთ-ერთ ინტერვიუში გავასაჯაროო და ვაჩვენო, რა კითხვებია დასასმელი “, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები