დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ – იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიტველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწაფების ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ – იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება” მიიწვია. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრეზიდენტს მიწვევისათვის და დაადასტურა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში. საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თემა პრიორიტეტულია და მან 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა.
თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოში ნოემბერში დაგეგმილ გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია.