„ყაზტრანსგაზის“ მუშაკებს სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გლდანში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპანიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულები არიან.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზი ჯერ არ დადგენილა, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებულები.
“სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ. დამატებით ინფორმაციას სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე მოგაწვდით”, – აცხადებენ კომპანიაში.