ოთარ დანელია ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ეწვია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამინისტროს დელეგაციის წევრები ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელს ჩან მენგშანსა და აკადემიის წევრებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ფუნქციონირებასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა ჩან მენგშანმა სრული მზადყოფნა გამოთქვა ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მიმართულების ერთობლივი სამცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებაზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ძირითად მიმრათულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარესთან დაიწყება მუშაობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაცია; ბიოაგრომრავალფეროვნების ხელშეწყობა; ხეხილოვანი და სატყეო კულტურების ახალი ჯიშების ინტროდუქცია; ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ახალი ჯიშების გამოცდა; სანერგეების მოწყობა; ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ბიოტექნოლოგიური მიმართულებით; სამეცნიერო კადრების გაცვლითი პროგრამების შემუშავება,ღია და დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოების ახალი ტექნოლოგიების აპრობირება; მოსავალის აღებისა და შენახვის ტექნოლოგიების და აკვაკულტურის განვითარება; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმღვანელმა საქართველოს დელეგაციის წევრებს გენეტიკური კვლევების ლაბორატორია და თანამედროვე ტექნოლოგიების საცდელი სათბურები დაათვალირებინა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდნენ.