რა ხდება გლდანში – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან (ფოტოკოლაჟი)
გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად კორპუსის მე-2 და მე-3 სართულის მიშენება ჩამოინგრა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო, სამაშველო სამსახური და მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
“კვირას” ინფორმაციით 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვინაიდან აფეთქებისას ჩამოინგრა მეორე, მესამე და მეოთხე სართულები, მიმდინარეობს მოსახლეობის ნანგრევებიდან გამოყვანა.