საკრებულოს შუამდგომლობით სტიქიით დაზარალებული ბავშვები „ჯინო-ფერედაისს“ ეწვევიან

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თედო კობახიძის შუამდგომლობით და მერიის დახმარებით 13-14 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვები გასართობ ცენტრ „ჯინო-ფერედაისს“ ეწვევიან.

ღონისძიების ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომაა“, რომელიც დაზარალებული ბავშვების დასახმარებელ-სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

ბავშვები დილიდან, თბილისის საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით გასართობ ცენტრში გაემგზავრნენ. ბავშვებისთვის გათვალისწინებულია „ჯინო ფერედაისის“ მომსახურების სრული პაკეტი. უზრუნველყოფილია მათი კვებაც. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მუსიკალურად კონსერვატორიის სტუდენტების კვარტეტი გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები