ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც “კვირას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ განუცხადა, რაიონში გასული ორი დღის განმავლობაში 2 მსხვილფეხა პირუტყვი მოკვდა.
ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, რომ დახოცილი პირუტყვი ჯილეხით იყო დაავადებული, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, დახოცილ პირუტყვს ჯილეხის ნიშნები აქვს.
ადგილზე ჩავიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მათ შესაბამისი სინჯები უკვე გადმოაგზავნეს თბილისში ლაბოატორიაში.
„არსებული მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ორივე პირუტყვი ჯილეხით დაავადდა და სწორედ ამის გამო დაიხოცა. თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაცია ხვალ გვქენება. თუ დადასტურდება, რომ დახოცილი პირუტყვი ჯილეხით იყო დაავადებული, დაიწყება ვაქცინაცია. ადგილზე ჩამოვიდნენ სპეცილისტები, მათ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს, დახოცილი საქონელის ლეშის შესაბამის წესების დაცვით უნდა დაიმარხოს, -განუცხადა “კვირას“ გოდერძი ბარბაქაძემ.