საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები საძიებო სამუშაოებს განაგრძობენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სოტუაციების მართვის სააგენტო საძიებო სამუშაოებს განაგრძობს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებებს მეხანძრე-მაშველები „ლაგუნა ვერესა“ და ფონიჭალაში, გაჩიანის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებენ. ასევე, „ლაგუნა ვერესთან“ არსებული საწყობების დემონტაჟი და საძიებო ღონისძიება მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი და სააგენტოს მძიმე ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია თბილისის მერიის მძიმე ტექნიკაც და სამუშაოებისათვის საჭირო ყველა აღჭურვილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები