ვაკის პარკთან პატრულის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

ვაკის პარკში და მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია აღნიშნულ ადგილას უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით არიან მობილიზებულები.
მათვე ინფორმაციით, საღამოს, 18:00 საათიდან ადგილზე ჯებირების მოწყობა დაიწყება.
„ბარსელონა“-„სევილიას“ მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები