CNN-მა ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მმართველად დაასახელა (ვიდეო)

  CNN-ის გადაცემამ “Fareed Zakaria GPS” საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მმართველად დაასახელა.
CNN-ის გამოკითხვის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერების სია ასეთია: ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველო) ; ენრიკე პენია ნიეტო (მექსიკა); სიგმუნდურ გუნლაუგსონი (ისლანდია); კიმ იონგ უნი (ჩრდილოეთ კორეა).
„სულ ახლახან გაიმართა იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის – 39 წლის მატეო რენცის ინაუგურაცია. რენცი არ არის არჩეული მთავრობის ლიდერი, რასაც მივყავართ კითხვასთან: ვინ არის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი მსოფლიოში?“, – სვამს კითხვას გადაცემის წამყვანი და თავადვე პასუხობს: „პასუხი ჩვენს „GPS Challenge” შეკითხვაზე არის – ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე 31 წლის ლიდერი“.
წამყვანი იქვე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეელი კიმ იონგ უნის ასაკიც 31 წელია, თუმცა ის, რასაკვირველია, არ არის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები