იუსტიციის სახლს ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა
იუსტიციის სახლს ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანს იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკის ადგილზე შესწავლა წარმოადგენს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლის დელეგაცია უკვე იმყოფებოდა ალბანეთში. ალბანეთის მიზანს იუსტიციის სახლის კონცეფციის მსგავსი უწყების შექმნა წარმოადგენს, სადაც საჯარო სერვისების ერთად თავმოყრა და მომხმარებლისთვის ხარისხიანად მიწოდება იქნება შესაძლებელი. ამ მიზნის განხორციელებისთვის იუსტიციის სახლი ალბანეთის მხარეს კონსულტაციებით აქტიურად ეხმარება.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის სხვადასხვა დეპარტამენტებთნ შეხვედრისას სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თუ რას ეფუძნება იუსტიციის სახლის წარმატება.
სამუშაო ჯგუფის წევრები, იუსტიციის სახლის გარდა, სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ. სამუშო ჯგუფმა რუსთავის იუსტიციის სახლიც მოინახულა და მცირემასშტაბიანი იუსტიციის სახლის მოდელის კონცეფციას ადგილზე გაეცნო.