ქეთი მელუა და “Butterscotch”-ი მარათონს: „ცა მეტია, ვიდრე 13“ უერთდებიან (ვიდეო)
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 15 ივლისს, ქართველი ხელოვანების მიერ დაგეგმილ მარათონს “ცა მეტია, ვიდრე 13” ეხმაურება და 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
“ჩემო ქართველებო, რომ გავიგე, რაც მოხდა საქართველოში, ძალიან განვიცადე, სამწუხაროდ, დღეს თქვენთან ერთად არ ვარ, მაგრამ მთელი გულით გიჭერთ მხარს”, – ასე მიმართავს ქეთი მელუა სტიქიით დაზარალებულებს.