"ნაციონალური მოძრაობისა" და “ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

    ფოთის საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და სხდომაზე დასასწრებად მისულ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ხმაური იმ წერილის განხილვას მოჰყვა, რომელიც “ქართული ოცნების” სახელით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს გაეგზავნა და მასში საუბარი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ქალაქში არსებულ დესტრუქციულ ქმედებებზე. წერილის ავტორები, სიტუაციის დარეგულირების მიზნით, არჩევნებამდე მერის მოვალეობის შემსრულებლად “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას დანიშვნას მოითხოვენ,რაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები