„ცა მეტია, ვიდრე 13“ – ქართველი ხელოვანები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

„ცა მეტია, ვიდრე 13“- ასე ჰქვია აქციას, რომელსაც ქართველი ხელოვანები 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 15 ივლისს, სპორტის სასახლეში გამართავენ.

საქველმოქმედო კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება და მასში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

მათ შორის ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი “Uraih Heep” -ის დამფუძნებელი და მთავარი კომპოზიტორი კენ ჰელსი, რომელიც ქართველ მუსიკოსებთან ერთად “Urais Heep” -ის რამდენიმე ცნობილ ჰიტს შეასრულებს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 5-10 ლარი იქნება და კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

აქცია ნიკოლოზ შენგელაიას, დავით საყვარელიძის, დავით ევგენიძის, გიორგი ხუციშვილის, ირაკლი კაკაბაძის, ირაკლი გოგიასა და გიორგი კვაბზირიძის ინიციატივთ იმართება.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი, საზოგადოების ყველა სეგმენტისა და სტრუქტურის გაერთიანება და გააქტიურებაა და სტიქიის მიერ დაზარალებულთა დახმარება.

ხელოვნების საერთაშორისო სოლიდარობის აქცია, ტელეკომპანია“იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ მარათონის მსვლელობისას მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი ჩაირთვება, რომლის საშუალებითაც თითოეულ მოქალაქესა თუ კერძო სტრუქტურას, სოლიდარობის გამოხატვის საშუალება ექნება მითითებულ ნომერზე თანხის გადარიცხვით.

სატელევიზიო სიგნალს ყველა ქართული მაუწყებელი მიიღებს და გარკვეულ საეთერო დროს დაუთმობს მას.

11651107_1418933428437043_1484651857_n

11719908_1418933431770376_1827154164_n

11719938_1418933448437041_1820289598_n

11720480_1418933438437042_1317882951_n

11733346_1418933441770375_368302349_n

11733379_1418933435103709_1295308170_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები