ირაკლი ღარიბაშვილი: “ახალი თბილისი” წარმატებული ნაბიჯია ქართული სპორტისთვის
მნიშვნელოვანი განაცხადი და წარმატებული ნაბიჯია ქართული სპორტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სპორტული კომპლექსის “ახალი თბილისის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი სპორტული კომპლექსი “ახალი თბილისი” თანამედროვე სტანდარტებს სრულად პასუხობს.
“ახალი თბილისის” სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის , როგორც “თბილისი 2015-ის” მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავლში თბილისში გაივლიან შეკრებებს. თავისი არქიტექტურით და შინაარსით ეს კომლექსი მართლაც მნიშვნელოვანი განაცხადი და წარმატებული ნაბიჯია ქართული სპორტისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ეკონომიკური პოტენციალით გამოირჩევა და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება კერძო ინვესტორებისთვის დამატებითი მოტივაციაა.
“ასევე, მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკური პოტენციალი არის საოცრად მზარდი, ამ ახალი ტერიტორიის განაშენიანება იძლევა ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერსპექტივას. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რაც კიდევ ერთ დამატებით მოტივაციას უქმნის კერძო ინვესტორებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.