ირაკლი ღარიბაშვილმა “ახალი თბილისი” ოფიციალურად გახსნა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტული კომპლექსი “ახალი თბილისი” დღეს ოფიციალურად გახსნა. სპორტული კომპლექსი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის აშენდა, დიღმის ტერიტორიაზე გაიხსნა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოსთვის უნიკალური შემთხვევაა, უმასპინძლოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მისივე თქმით, ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში თბილისი სპორტის მსოფლიო დედაქალაქი იქნება.
“გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის მართლა არაჩვეულებრივი დღე, ვინაიდან ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით “ახალი თბილისი”. მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც 16 დღეში ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი უმასპინძლებს მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს არის უდიდესი დღესასწაული ყველასთვის, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წარმოჩენითვის. რაც მთავარია, თბილისი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი სპორტული ისტორიის ქვეყანაა და ჩვენ მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები გვყავს, ასეთი საერთაშორისო, მასშტაბური ღონისძიება არ ჩატარებულა არასდროს. წელს თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4 ათას სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში სპორტის მსოფლიო დედაქალაქად იქცევა. მთელი სპორტული სამყაროს ყურადღება ჩვენკენ იქნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა სპორტულ კომპლექს “ახალ თბილისზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყანაში პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც რამდენიმე სპორტულ არენას აერთიანებს.
“მთელი ქალაქის მასშტაბით მთავრდება მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის. ჩვენ ახლა “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც სპეციალურად “თბილისი 2015-ისთვის” აშენდა 4 სპორტული ობიექტი. ეს არის ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც რამდენიმე არენას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები, ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, ივარჯიშონ, მოემზადონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

988567_881748418582902_6730241552088311225_n

11109148_881748885249522_6655817683264249460_n

11174950_881748421916235_1654250793387673755_n

11221534_881748718582872_4261694460683228740_n

11540945_881748548582889_3056269387209743887_n

11542073_881748471916230_4045685929818006531_n

11659417_881748768582867_5939496321183081947_n

11659481_881748851916192_8394862733399434133_n

11666082_881748595249551_511352675500895231_n

11692660_881748561916221_2278432769492152947_n

11692722_881748521916225_7525003865141535794_n

11695904_881748615249549_6088672539431607202_n

11700944_881748901916187_126899931508611911_n

11701057_881748281916249_1153284839510144697_n

11707495_881748821916195_9114775450230442244_n

11737926_881748391916238_5306985758660460538_n

11738019_881748748582869_3040891196864579001_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები