მერიის დახმარებით სასტუმრო “სითის” რეკონსტრუქცია განხორციელდა
თბილისის მერიის დახმარებით სასტუმრო “სითის” რეკონსტრუქცია განხორციელდა.
სასტუმროს გახსნას დედაქალაქის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სასტუმროს “სითის” რეკონსტრუქცია თბილისის მერიის იაფი სესხის პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით განხორციელდა. რეკონსტრუქციის შედეგად სასტუმრო გაფართოვდა, დაემატა ახალი ნომრები, ბარი და საკონფერენციო სივრცე.
ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ ვარდოშვილის განცხადებით, სასტუმრო “სითი” უფრო მეტი ვიზიტორის მიღებას შეძლებს, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს მომავალში თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას სუპერთასის მატჩს მასპინძლობს და მოსალოდნელია ვიზიტორების ზრდა.
სასტუმრო “სითი”თბილისის მერიის იაფი სესხის პროექტის ფარგლებში 2014 წლის ბოლოს 115 000 ლარით დაფინანსდა. სასტუმრო ოთხსართულიანია. სასტუმროში განთავსებულია 23 ნომერი, ბარი და საკონფერენციო სივრცე.