ალექსი ახვლედიანი: თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვს ოლიმპიადისთვის

თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვს ოლიმპიადისთვის და ამ ეტაპზე ყველა ობიექტი მზად არის, – განაცხადა „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ოლიმპიადისთვის ყველა ობიექტის გახსნა უახლოეს დღეებში დასრულდება. ახვლედიანის ინფორმაციით, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაც დასრულებულია.
„იცით, რომ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი იყო იმასთან დაკავშირებით, მოესწრებოდა თუ არა მშენებლობები, თუმცა საორგანიზაციო კომიტეტი ყოველთვის დაჟინებით აცხადებდა, რომ ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნებოდა. დღევანდელი დღე ამის დასტურია. დღეს გაიხსნა ტანვარჯიშის, ფრენბურთის სასახლეები. მძლეოსნობის არენა, ახალი სასტუმრო, რომელიც განლაგებულია ახალ თბილისში. ჯერ კიდევ 18 თვის წინ ეს ტერიტორია მიგდებული იყო და ახლა ყველა ვხედავთ, რა შედეგი მივიღეთ. ჩვენს რეგიონში და უახლოეს სამეზობლო ქვეყნებში, ნამდვილად, ერთ ლოკაციაზე მდებარე ამდენი სპორტული ობიექტი არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვს. ყველა ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, უახლოეს დღეებში კი ყველა ობიექტის გახსნა დასრულდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები