თინათინ ხიდაშელი გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღეს, გამთენიისას, საფრანგეთში მიემგზავრება.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში, ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით ხელშეკრულება ივნისის პირველ ნახევარში გააფორმა. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.