„ერთსულოვნების“ დარბაზში ხვალ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

ხვალ, 10 ივლისს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დარბაზში 17:00 საათზე 13 ივნისს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ტარდება ღონისძიება სახელწოდებით „ყველა ქართველი 13+“.
როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა განუცხადეს, დარბაზში 17:00 საათზე მოეწყობა გოგა ჩანადირის ექსკლუზიური ფოტომასალისა და ხელნაკეთი ნივთებიგამოფენა-გაყიდვა.18:00 საათზე კი დაიწყება კონცერტი ,სადაც მონაწილეობა მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები :
ნიკა ლაზარიაშვილი,
ვერიკო მაცაბერიძე
რეზი ჯოლოგუა
ეკო ამყოლაძე
მანანიკო ცენტერაძე
დავით ერაძე
ზურა ბალანჩივაძე
აგრეთვე ფოლკლორული ანსამბლები: “სახიობა“ “ იალონი“
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება თანხა გადარიცხოს შემდეგ ანგარიშის ნომერზე GE35TB7441236080100005 და ასევე შესაძლებელია მაგთის,ბილაინის და ჯეოსელის ბონენტებმა დარეკონ ნომერზე 0 901 900 979
შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება დაზარალებულ ოჯახებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები : მარიამ ტყეშელაშვილი, მარიამ გვარამია, ანანო შარიქაძე,მარიამ ასათიანი, ნინო ტაბაღუა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან : საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი kvira.ge , საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, სარეკლამო კომპანიები „ვესტა“, „print studio”, საპატრიარქოს ახალგაზრული მოძრაობა „დავითიანნი“ , „ დელტა რედიოს“ . მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები : „მაგთი“, „ჯეოსელი“, „ბილაინი“.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტყეშელაშვილი -591 231 271
ნინო ტაბაღუა-568 825 835
ანანო შარიქაძე- 593 20 23 33
მარიამ ასათიანი-598 19 15 68″, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები