თბილისში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ენოტს ეძებენ
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ენოტს ეძებენ.
როგორც „კვირას“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, დოლიძის ქუჩიდან უცნაური ცხოველის შესახებ შეტყობინება მიიღეს, თუმცა ადგილზე გასულმა სააგენტოს თანამშრომლებმა მის კვალს ვერ მიაგნეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, უცნაური ცხოველი შესაძლებელია ენოტი იყოს.
„კვირას“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მამაკაცი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე უცნაური ცხოველი შენიშნა და მის დაჭერას შეეცადა, ცხოველმა დაკაწრა. დოლიძის 41 ნომრის მაცხოვრებლების განცხადებით, სამი დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცხოველი შენიშნეს, რომელმაც გასულ ღამეს მამაკაცი დაკბინა. მათ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს მიმართეს. მისულმა თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ ცხოველი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და სახლებში არ შევიდოდა.